„იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები“ - სალომე ზურაბიშვილი

25 აპრ 2022

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება  მიულოცა მაკრონს  საქართველოს პრეზიდენტმა. 

"თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა. იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.