მართლმადიდებლები საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავენ

25 აპრ 2022

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან.

ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეებს საფლავებზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

ძმათა სასაფლაოებზე კი დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ.