მიულოცე ერთმორწმუნე უკრაინელებს აღდგომა

24 აპრ 2022

მიულოცე აღდგომა ომში მყოფ უკრაინელ ხალხს - ქობულეთში ახალგაზრდა აქტივისტებმა გადაწყვიტეს საქართველოში მყოფ უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული სადღესასწაულო გარემოში გაეტარებინათ. ისინი მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მათ  სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ადგილობრივების გარდა ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან.