სასტიკი ომის ორი თვე

24 აპრ 2022

რუსეთი აღდგომის ღამესაც არ ინდობს მშვიდობიან მოქალაქეებს, მის აგრესიას უკვე შეეწირა 213  ბავშვის სიცოცხლე, დაშავებულია 389-ზე მეტი. ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის პარალელურად იტაცებს ადამიანებს.

მელიტოპოლში, ოკუპანტებმა ბულგარეთის  საპატიო  კონსული გაიტაცეს, - ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.

რუსეთის აგრესიას საპასუხო ქმედებით პასუხობს უკრაინაც, ბოლო ინფორმაციით უკრაინამ 21 800 რუსი სამხედრო მოკლა.

ისევ მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების მომხრეა ვოლოდიმირ ზელენსკი.