''ბათუმი'' სუპერლიგის ფლეიოფის პირველ მატჩში ''ვერას'' 1 მაისს დაუპირისპირდება

23 აპრ 2022

საქართველოს საკალათბურთო ''სუპერლიგაში'' რეგულარული სეზონი დასრულდა და ცნობილია იმ 8 კლუბის ვინაობა ვინც ჩემპიონობისთვის ფლეიოფში იბრძლებს.

ბათუმის საკალათბურთო კლუბი მეოთხედფინალში ''ვერას'' დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალისა და მთლიანად პლეი ოფის ნებისმიერი სერია კი 3 მოგებამდე გაგრძელდება.

პირველი შეხვედრა ამ კლუბებს შორის ბათუმის სპორტის სასახლეში 1 მაისს 18:00 საათზე დაიწყება. 

მეორე მატჩი ისევ ბათუმში 2 მაისს ისევ 18:00 საათზე გაიმართება, ხოლო სერიასი მესამე დაპირისპირებას თბილისი 5 მაისს უმასპინძლებს.

დებულების თანახმად საჭიროების შემთხვევაში ნებრისმიერ წყვილში დამატებითი მატჩები დაინიშნება. 

რეგულარული  გათამაშება ''ბათუმმა'' 31 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.

კლუბი ცოტახნის წინ 17 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველის თასის მფლობელი გახდა.