საქართველო უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გლოვობს

23 აპრ 2022

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს, ხოლო კიდევ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

ქართველ მებრძოლს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ქართველი გმირი უკვე დაასვენეს ქაშუეთის ეკლესიაში.