ზაპოროჟიეს ოლქში „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა

22 აპრ 2022

სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტექნიკური ხასიათის რეისს ასრულებდა, როდესაც მიხაილოვკაში ჩამოვარდა.

რა გახდა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.