24 და 25 აპრილს #11 ავტობუსი უფასო იქნება

22 აპრ 2022

აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, 24 და 25 აპრილს, ფერიის მიმართულებით მოძრავი ნომერი 11 მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტი ე.წ. ხოფის ბაზრობიდან ფერიის სასაფლაომდე მოძრაობს.