პუტინმა ''აზოსტალის'' შტურმის ბრძანება გააუქმა

21 აპრ 2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიზანშეუწონელი უწოდა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე ''აზოვსტალზე'' შტურმს და მისი გაუქმების ბრძანება გასცა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა რუსი სამხედროების სიცოცხლის დაცვა. ასევე მან მოითხოვა აზოვსტალის ბლოკირება.