უკრაინის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის თორნიკე რიჟვაძეს უკრაინის მოქალაქეების განთავსებისთვის

20 აპრ 2022

უკრაინის საელჩო საქართველოში მადლობის წერილს უგზავნის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რეგიონში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების განთავსებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ავრცელებს.

"უკრაინის საელჩო საქართველოში გამოხატავს თქვენდამი პატივისცემას, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების საკონსულო-სამართლებრივი დაცვის განხორციელების მიზნით. საელჩო გიხდით გულწრფელ მადლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეების მოწყობისა და განთავსებისათვის", - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.