შეუერთდება თუ არა საქართველო დამატებით სანქციებს? 

19 აპრ 2022

შეუერთდება თუ არა საქართველო  რუსეთის მიმართ სანქციებს - ეს თემა საკანონმდებლო ორგანოში ისევ განხილვის საგანია. 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ სანქციების დაწესება ოკუპანტი ქვეყნის მისამართით აუცილებელია,  უმრავლესობა კი ამბობს, რომ საკითხს სიფრთხილით უნდა მიუდგნენ, რადგან შესაძლოა ამ სანქციებით ქართველი ხალხი დაზარალდეს.