საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები მსოფლიო თასის გამარჯვებულია

18 აპრ 2022

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრები სან პაულუს მსოფლიო თასის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით ფინალში იტალია 45:26 დაამარცხეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

მანამდე კი ნახევარფინალში ტაილანდის ნაკრებს სოლიდური ანგარიშით 45:10 მოუგეს. მსოფლიოს თასი ქართველმა გოგონებმა 6 მედლით დაასრულეს. მათ ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.