ჩვენ უკრაინელებს გარკვეულწილად ვალს ვუბრუნებთ - მეუფე ნიკოლოზი

17 აპრ 2022

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს დღეს სასულიერო პირებმა. მეუფე ნიკოლოზს მიაჩნია, რომ „ჩვენ უკრაინელებს ვალს ვუბრუნებთ. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა უკრაინაში განვითარებულ  მოვლენებს მტკივნეული უწოდა , განმარტა რომ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება, ვინაიდან საომარ მოქმედებებს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხე  შეეწირა და ამ ზარალის ანაზღაურება შეუძლებელია.