გამოფენა-გაყიდვა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად

17 აპრ 2022

უკრაინაში ომი 53-ე დღეა მიმდინარეობს, მათი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა სახის აქცია იმართება. ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ნახატები და ნამუშევრები - გამოიფინა ამჯერად  ბათუმში  ევროპის მოედანზე უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად.   გამოიფინა ნანგრევებში დაღუპული დათა შომახიას წიგნებიც, სადაც შესულია დათას ნახატები, ფოტოები და მისდამი მიძღვნილი ჩანაწერები. გამოფენა-გაყიდვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქციაში  ჩაერთვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ორგანიზატორები სოციალური საწარმო „ანდამატი“ და ქალთა კლუბის წარმომადგენლები არიან.