15 აპრ 2022
საქართველოში რეპეტიტორების ინსტიტუტი იყო და რჩება პოპულარული. ამის მიზეზად მშობლები და მოსწავლეები, სასკოლო განათლების არასაკმარის დონეს, პედაგოგების დაბალ კვალიფიკაციას ასახელებენ, რომ სისტემა, სტანდარეტები, არ იძლევა საშუალებას ინსტიტუციურ დონეზე მოხდეს იმის შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რაც ხერხდება მის გარეთ. მაღალმთიანეთში მცხოვრებლებს ხშირად რეპეტიტორის გარეშე უხდებათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, რადგან სოფელში პედაგოგები ხშირად ყველგან არ მოიძებნება, შორს წასვლა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ყველას არ აქვს.