15 აპრ 2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.
მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დახურულ კარს მიღმაც შეხვდა.
გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის ფონზე პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არიან ისინი
„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო დელეგაციის იმ შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში მიემგზავრება.