რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ოფისი გაუწევს

15 აპრ 2022

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს  ახალი ოფისი, რომელიც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიხსნა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი იქნება, რომელიც სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოფისი.