აჭარაში კოვიდის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

15 აპრ 2022

15 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 15. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 11 პაციენტი.

2 206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 496 ადამიანი.