14 აპრ 2022
22 წლის მამაკაცი კი პოლიციამ ცოლზე ძალადობის გამო დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა. ამის შემდეგ სახლიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ირკვევა, ისიც, რომ დაკავებული ცოლის გარდა სიდედრსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ამ ყველაფერს კი მცირეწელოვანი შვილის თანდასწრებით აკეთებდა.