ბულვარის განვითარების სტრატეგია

29 დეკ 2016

მომავალი ერთი წლის განმავლობაში ბათუმის ბულვარი ისევ  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე დარჩება. უწყების პოზიცია დღეს გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე, მინისტრმა ჩამოაყალიბა.კონსერვაცია და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება-ასეთია მომავალი წლის ზღვისპირა პარკის განვითარების მინიმალური გეგმა. რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ სამუშაოებზე, მომავალ წელს 6 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დაიხარჯება.