ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 აპრ 2022

პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა.  გამოძიებით დადგინდა, რომ   32 წლის მამაკაცმა გლდანში, უკრაინის მოქალაქის ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა  და მიიმალა. 

ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

შსს-ს ინფორმაციით,  დაკავებული ქურდობისთვის  რამდენჯერმეა ნასამართლევი, ახლა კი  პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული. 

ამჯერად დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.