საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს გაემგზავრება

13 აპრ 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უკრაინელ კოლეგას უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა დაუდასტურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს მათ შორის კიდევ ერთი სატელეფონო კომუნიკაცია შედგება.

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინაში ერთობლივ ვიზიტს 2-3 დღეში გეგმავენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია „ქართული ოცნებისა“ და ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგება.