უკრაინულენოვანი სექტორის მუშაობას UNICEF-ი გაეცნო 

13 აპრ 2022

გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორში სასწავლო პროცესს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და განათლების მინისტრი გაეცნენ.

უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი ამ ეტაპზე 130-მა მოსწავლემ გამოთქვა. უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო”.

მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა.