პუტინის ბარბაროსულ ქმედებას წარმატების უფლება არ უნდა მივცეთ - ჯონსონი

12 აპრ 2022

პუტინის ბარბაროსულ სარისკო ქმედებას წარმატების უფლება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩვენი ერთობლივი ყურადღება რჩება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, -  აცხადებს ბორის ჯონსონი.

ჯონსონი ასევე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა.