როგორ ტურისტულ სეზონს ელიან აჭარაში?

12 აპრ 2022

ზაფხულამდე და აქტიურ ტურისტულ სეზონამდე რამდენიმე თვე რჩება, თუმცა ზღვისპირა ქალაქში ვიზიტორების სიმრავლე უკვე შეინიშნება. განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რა მოლოდინები აქვთ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, რესტორნების, სასტუმროების ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებსა და ტურისტულ სააგენტოებს - თამუნა ხოზრევანიძის რეპორტაჟში ნახავთ