უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები კიევში გადაასვენეს

12 აპრ 2022

უკრაინაში  დაღუპული ქართველი მებრძოლების ნიკოლოზ შანავას  და დავით მენაბდიშვილის ცხედრები ახლა კიევში ვლადიმერსკის ტაძარშია  დასვენებული,  სადაც  პანაშვიდი მიმდინარეობს. 

ქართველი მებრძოლები 9 აპრილს ქალაქ იზიუმთან  ახლოს 18 საათიანი უთანასწორო ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

ამავე ბრძოლაში დაიჭრა 5 ქართველი   და ისინი ამ დრომდე სამხედრო ჰოსპიტალში რჩებიან.