ოკუპანტებმა ბუჩასთან ოჯახი ჩაცხრილეს - დაღუპულია ორი ბავში და სამი ქალი

12 აპრ 2022

კიევის პოლიციის ინფორმაციით, ​ბუჩას რაიონში ოკუპანტების მიერ დაცხრილული ავტომობილი იპოვეს, რომელშიც ცხედრები აღმოჩნდა. 

უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ქალი და ორი ბავშვი, რომელთა ასაკიც 14 და 2 წელია. 

არსებული ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებში აგრესორის შეტევის დროს ადგილობრივები ევაკუირებას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

გადარჩა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა. მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.