დაკავება თაღლითობის ბრალდებით

12 აპრ 2022

მოქალაქის კუთვნილი თანხის,  ათასი დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს,  დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  თანამდებობის პირის მეშვეობით შეძლებდა დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე ადრე, საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას.