თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ლვოვის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს

10 აპრ 2022

ლვოვის სიმფონიური ორკესტრის წინასაკონცერტო რეპეტიცია. უკრაინელი და ქართველი არტისტების ერთობლივი აქცია-კონცერტი ხვალ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კონცერტი, გლობალურ საქველმოქმედო ტელემარათონს უერთდება და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიზნით  ტარდება.

ღონისძიება  თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება.