უკრაინაში 8 ქართველი მებრძოლია დაჭრილი

10 აპრ 2022

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება ფრონტის ხაზზე არსებული რთული მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება.

უკრაინაში შეტაკებების დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ემსხვერპლა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა. არიან დაშავებულები. ნონა დიასამიძეს ჩავრთავთ თემის დეტალებით. 

ქართველი მებრძოლები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბატალიონში - კარპასკა სიჩში ირიცხებოდნენ. ხარკოვთან ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.   დავით მენაბდიშვილის ოჯახის ახლობელბი ამბობენ რომ  ის 2008 წელშიც ომობდა, ასევე იბრძოდა 2014 წელს დონბასში.

ცნობისთვის  უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.