საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

10 აპრ 2022

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 12 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნებში მონაწილეობას  48 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს.

წინასწარი კვლევების თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს -  ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.

საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

თუკი წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გაიმარჯვებს, ის იქნება პირველი პრეზიდენტი ბოლო 20 წლის განმავლობაში საფრანგეთში, რომელიც მეორედ დაიკავებს ამ პოსტს.