ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე სისხლის სამართლის 4200-ზე მეტი საქმე აღიძრა

10 აპრ 2022

ბუჩაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ცხედრების ეგსჰუმაციის პროცესი, უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბუჩაში მსხვერპლთა რაოდენობის დათვლას კიდევ ორი კვირა დასჭირდება. მისი თქმით, რუსეთის შეჭრიდან, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებებირს დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის 4200-ზე მეტი საქმე აღიძრა. 

გვიან ღამით, მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მისი თქმით უკრაინასა და თავისუფლებას ლოდინის დრო არ აქვთ.