რა ვითარებაში დაიღუპა კიდევ 2 ქართველი მებრძოლი უკრაინაში

09 აპრ 2022

უკრაინაში სამწუხაროდ კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.

იმ სამხედრო ოპერაციის შესახებ, რამაც ქართველი მებრძოლების სიცოცხლე იმსხვერპლა, მირო ვანაძე საუბრობს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩაერთო.