უკრაინაში დაღუპული ბავშვების რიცხვი 176-მდე გაიზარდა - ომის 45-ე დღე

09 აპრ 2022

დღეს ოკუპანტების უკრაინაში შეჭრის 45-ე დღეა. ამ დროის განმავლობაში 176 ბავშვია დაიღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მისივე ცნობით, ომის მიმდინარეობისას 324 ბავშვი დაშავდა. ჯამში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად 500 ბავშვია  დაზარალებული