Novaya Gazeta-ს მთავარ რედაქტორს და ნობელის პრემიის ლაურეატს თავს დაესხნენ

08 აპრ 2022

მატარებლის ვაგონში უცნობი პირები თავს დაესხნენ „ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, ნობელის პრემიის ლაურეატს დმიტრი მურატოვს. მას საღებავი შეასხეს.

„კუპეში შემომასხეს ზეთოვანი საღებავი, აცეტონით. თვალები საშინლად მეწვის.

მოსკოვი-სამარის მატარებელში. მგზავრობა უკვე 30 წუთით გადაიდო", - მურატოვის კომენტარს „ნოვაია გაზეტას" „ინსტაგრამ"-გვერდი ავრცელებს.