საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში შეხვედრებს მართავს

08 აპრ 2022

ჯანდაცვის კუთხით  რეგიონში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა აჭარაში ნინო ნიჟარაძესთან შეხვედრისას.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებს, ერთობლივ  პროგრამებს. 

ზურაბ აზარაშვილი  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იმყოფებოდა. მინისტრმა კლინიკა დაათვალიერა და დასაქმებულ მედპერსონალს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა.