აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

08 აპრ 2022

აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 23 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაშია 15.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 981 შემთხვევაა გამოვლენილი.