ევროკავშირი მზად არის, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს

08 აპრ 2022

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს.

მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას.

შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს.