აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

07 აპრ 2022

აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 23 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაშია 18.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 26, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 930.