06 აპრ 2022
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში მძლეოსნური გარბენი მოეწყო. ღონისძიების მიზანი სპორტის და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.