„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა

06 აპრ 2022

„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაპირველად 15 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. 

მათივე განმარტებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge ან მიმართოთ შესაბამის კლინიკებს.

Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაქცინაციისთვის.