ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას

06 აპრ 2022

600-ზე მეტი უკრაინელი დააბინავა ბათუმში მოქმედმა შტაბმა, რომელიც უკვე 40 დღეა ფუნქციონირებს.

აქედანვე უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება სამჯერ გაიგზავნა, უკვე მომზადებულია შეგროვებული ნივთების მეოთხე პარტია. შტაბი ფარნავაზ მეფის 46-ში მდებარეობს.

დახმარების ორგანიზატორები ახლა ერთიან  ბაზაზე მუშაობენ, რომელშიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიზნობრივ მიმართულებებს შეიმუშავებენ.