პაპუაშვილის ვიზიტი სომხეთში

05 აპრ 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. ძირითადი საკითხები რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველო- სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ეხებოდა. ხაზი გაუსვეს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს. მეზობელ სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.