განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე აეროპორტში დააკავეს

05 აპრ 2022

სამართალდამცველებმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”კოკაინი” ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. 

შსს ინფორმაციით,  დაკავებულის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმებისას, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან   2  კილო და 200 გრამი „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.