შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება

28 დეკ 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის ახალი 295 მეტრიანი გვირაბი დაათვალიერა. ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე სულ 2 გვირაბი შენდება. ამ ეტაპზე, პირველი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, 18 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. გვირაბის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მომავლ წელს დასრულდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს და მისი ღირებულება 209 მილიონი ლარია.