აჭარაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

05 აპრ 2022

აჭარაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 26 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაშია 18.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი -23, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.