ბათუმელი მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონი გახდა

03 აპრ 2022

საქართველოს ჩემპიონი ბათუმელი ანრი ხოზრევანიძე გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა დღეს ხაშურში გაიმართა.

ხოზრევანიძე 17 წლამდელთა შორის 51კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მეორე ადგილი ლუკა ჯანელიძემ, მესამე ნიკა ირემაძემ, მეოთხე კი ლუკა უსტარაშვილმა მოიპოვეს