„ჩვენ გვახარებს გუშინდელი შედეგი ბათუმში“ - ირაკლი ღარიბაშვილი შუალედურ არჩევნებს აფასებს

03 აპრ 2022

ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს გამარჯვება მიულოცა. 

„ჩვენ გვახარებს გუშინდელი შედეგი ბათუმში. ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, 70% აიღო და მე მინდა მას მივულოცო. ამით ყოველგვარი სპეკულაცია დასრულებულია“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

არჩევნებთან დაკავშირებით კი პრემიერმა განმარტა, რომ კენჭისყრა მშვიდ გარემოში ჩატარდა:

„არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს დამაჯერებლად. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება“, - ამბობს პრემიერი