პოლონეთის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ უკრაინელი ონკოპაციენტი ბავშვები იტალიაში საკუთარი თვითმფრინავით გადაიყვანეს

02 აპრ 2022

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ და მისმა მეუღლემ, აგატამ იტალიასა და ვატიკანში ვიზიტის დასასრულს, ჩაიყვანეს უკრაინელი ონკოპაციენტი ბავშვები, რომელთა ევაკუაციაც მანამდე პოლონეთში მოხერხდა.

ამის შესახებ დუდა სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენთან ერთად რომში გამოფრინდნენ უკრაინელი ბავშვები, რომელთათვისაც ახალშობილი იესოს სახელობის ბავშვთა საავადმუოფოში მზადდება ონკოთერაპია. პატარებს შორის ყველაზე პატარა ვიკტორიაა, რომელიც რუსეთის აგრესიამდე 2 თვით ადრე დაიბადა. დღეს წმინდა იოანე პავლე მეორის საფლავზე ვილოცეთ, რომ მისი სახელი წინასწარმეტყველური გახდეს გოგონას სამშობლოსთვის, უკრაინისთვის“ - წერს ანჯეი დუდა.