თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ბათუმში

02 აპრ 2022

ერთი საჩივარი დაიწერა 90-ე უბანზე. ავტორი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, რომელიც უბანზე კენჭისყრის პროცესს აკვირდება.  

ილონა ანანიძის თქმით, ნაკადის მომწესრიგებელი მუშაობაში ხელს უშლიდა.

ბრალდებას უბნის თავმჯდომარე უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს რომ კენჭისყრის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.